რა სითხე დაღვარეს სხდომათა დარბაზში? – “სირცხვილია” ფოტოს აქვეყნებს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” იმ სითხის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მათი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს.

მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. 

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში დღეს, ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მსგავსი თემები