არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის მუშობას ვერავინ შეაჩერებს, სხდომა გაგრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს იყო ქიმიური შეტევა პარლამენტის წევრებზე.

თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, შესაბამისი სამსახურების საქმეა. უკვე დაწყებულია მოქმედებები.

მისივე განცხადებით, შესვენების დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა გაიმართება. 

“საწმუხაროდ ერთერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, “სირცხვილია”, მათ აიღეს ამაზე პასუხისმგებლობა. ჩვენთვის ეს განცხადება საკმაოდ უცნაური იყო.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას. შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგძელებს მუშაობს  და სხდომა განახლდება. პარლამენტის მუშობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტს ამაზე იქნება სათანადო რეაქციები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მსგავსი თემები