“მონა-მორჩილ უმრავლესობას უნდა, საახალწლო საჩუქარი მიართვას ივანიშვილს” – რომან გოცირიძე

“პარლამენტი, რომელიც არ გამოხატავს საზოგადოების აზრს, უნდა დაიშალოს,” – ამის შესახებ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა არ არის ლეგიტიმური.

მისი თქმით, ეს სამარცხვინო პროცესი უნდა შეწყდეს:

“ამ პარლამენტმა ყოველგვარი მორალური, სამართლებრივი უფლება დაკარგა, რომ წარმოადგენდეს ხალხს. პარლამენტი, რომელიც არ გამოხატავს საზოგადოების აზრს უნდა დაიშალოს. ოცივე მოსამართლემ უნდა თქვას უარი, უნდა გამოიწვიოს საკუთარი თავი, უნდა შეწყდეს ეს სამარცხვინო პროცესი. ამ მონა-მორჩილ უმრავლესობას უნდა საახალწლო საჩუქარი მიართვას ბიძინა ივანიშვილს. ერთი საჩუქარი, ეს იყო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და პარლამენტიდან გაგდება და მეორე, 20 მორჩილი მოსამართლის დამტკიცება. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება, რომელმაც მოატყუა ხალხი. შექმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო ღრმავდება”,- განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები