33 წლის მამაკაცი მოზარდებზე ძალადობდა – მისი ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია

თითქმის 2 თვიანი ფარული მოსმენისა და თვალთვალის შემდეგ, გამოძიებისთვის ცნობილია 33 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. ასევე, გამოძიებამ იცის, რამდენიმე არასრულწლოვანი ბიჭი, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდა.

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მოქალაქე ზ.ე.-მ საკუთარ სახლში სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის ბიჭთან, რომელიც კონკრეტულ მისამართზე სოციალური ქსელით გაცნობის შემდეგ მიიყვანა.

მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მოზარდებთან ჩადენილი დანაშაულის შემსწრე ბევრია.

გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, ზ.ე. მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად არასრულწლოვნებთან იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას სხვა პირებიც ცდილობდნენ. ეს ვერსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაზარალებული მეგობრებთან ერთად გაგარინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

ბრალდებულმა გამოძიებასთან ნაწილობრივ ითანამშრომლა. დაკითხვის დროს განმარტა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ალკოჰოლურ სასმელში მარიხუანა ჩაუყარა, რაც რეალობას აცდენილია.

ბინების ჩხრეკის დროს ამოღებულია ასევე პისტოლეტი 13 ვაზნით, 21 მეხსიერების ბარათი. ფოტო და ვიდეო აპარატები და ხმის ჩამწერი მოწყობილობაც. გამოძიებამ დალუქა პაკეტი, რომელშიც დაუდგენელ მოყავისფრო ფხვნილთან ერთად, 10 ერთეული ტაბლეტი იყო მოთავსებული.

მსგავსი თემები