“მთის ხალხი კულტურასთან ერთად იცავს საზღვრებსაც” – გიორგი გახარია

მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავარი თემა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის გადინება იყო.

ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათი განცხადებით, განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთის ხალხი კულტურასთან ერთად საქართველოს საზღვრებსაც იცავს.

“ის ხალხი ვინც მთაში ცხოვრობს ამ პირობებში, ისინი კულტურასთან ერთად იცავენ საზღვრებსაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ მთის ხალხისთვის სახელმწიფო ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

​”მხარდამჭერი პროგრამა არსებობს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მთის ხალხს და მათ მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდეთ ისე, რომ მათ ბარში ჩამოსვლა არ უწევდეთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები