„აქცია პარლამენტთან დილიდან დაიწყება, იქნება სიურპრიზიც“ – ალექსანდრე ბარამიძე

პარლამენტში, ხვალ, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების საკითხს განხილვა ხმაურის ფონზე ჩაივლის. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეკრებას გეგმავენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეების 20 კაციან სიას აპროტესტებენ და  დეპუტატებს მოუწოდებენ, განხილვა ჩააგდონ.  

როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ხვალინდელი აქცია მასშტაბური იქნება.

„ხვალ იქნება აქცია პარლამენტთან. როგორ და რა პირობებში იქნება, ამას დავინახავთ. ისინი არიან არალეგიტიმურად ქცეული ორგანოს მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომელსაც არ ეთანხმება საზოგადოების არც ერთი სერიოზული ნაწილი. მე ვიქნები აქციაზე და ეს იქნება არაძალადობრივი აქცია“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ხვალ, 12 დეკემბერს დაამტკიცებს.

მსგავსი თემები