ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 ქართველი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. 

კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანაში მცხოვრებმა გიორგი ზარიძემ, სოფელ ბოჟამში მცხოვრებმა მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებმა ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვეს.

ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე გუშინ დააკავა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.

მსგავსი თემები