„სისტემა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“ – თამარ ჩუგოშვილი

„სისტემა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა. ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არაერთხელ გააფრთხილა მმართველი გუნდი, რომ ახალი საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდება პოლიტიკური პროცესის გამწვავებას გამოიწვევდა:

„დახლოებით 1 თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა ეს კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით, რამდენიმე რამეს: ერთი ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას. გამოიწვევდა უკიდურესად გამწვავებას პროცესების, გეუბნებოდით, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდის ხელისუფლების მიმართ ნდობის განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან და უნდა შეგახსნოთ პარტნიორების ნდობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ, ჩვენ მათზე ვართ ხშირად დამოკიდებულები. ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვქვს არის უსამართლო, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და დღესაც მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა ძალამ გაიაზროს რომ სისტემა, რომელზეც წლების განმავლობაში ვიძახდით რომ სტაბილურობითვის იყო საჭირო, სტაბილურობას კი არ უზრუნველყოფს, უზრუნველყოფს ქუჩას, დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისებს“ , – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები