“მეტადონის პროგრამაში უამრავი სასულიერო პირია ჩართული” – მღვდელ – მონაზონი ნარკოდამოკიდებულ მამაოებზე

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია სასულიერო პირების ნარკომოხმარებაზე საუბრობს. როგორც მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩანაცვლებითი თერაპიის, ანუ, მეტადონის პროგრამით საკმაოდ ბევრი სასულიერო პირი სარგებლობს.

“შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ქუთაისში, მეტადონის პროგრამაზე რამდენი სასულიერო პირი დადის. სამარცხვინოა, რომ ნარკოდამოკიდებული  სასულიერო პირები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან და არავინ სთხოვს პასუხს,“ – განუცხადა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მღვდელ-მონაზონის განმარტებით, ნარკოდამოკიდებულ სასულიერო პირს ხარისხი უნდა ჩამოერთვას. მისი თქმით, სასულიერო პირის, ერის კაცობამდე დაყვანის შემდეგ, აუცილებელია პრევენციული გზების ძიება.

„თუ ადამიანი ნარკომომხმარებელია, აუცილებებლია, მას ხარისხი ჩამოერთვას და არ იყოს სასულიერო პირი. იგი დაყვანილი უნდა იქნას ერის კაცის დონემდე. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მის მკურნალობაში მედიცინაც უნდა ჩაერთოს, მაგრამ მისი ადგილი, როგორც სასულიერო პირისა, ეკლესიაში არაა. დაუსჯელობამ მიიღო ისეთი სურათი, რომ უამრავი სასულიერო პირი ნარკოტიკის მომხმარებელია,“ – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში“

როგორც მღდელ-მონაზონმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, გამაოგნებელია, როცა მეტადონის პროგრამაშია ჩართული სასულიერო პირები ლოცვა-კურთხევას იძლევიან.

“მრავლად არიან, ასეთი სასულიერო პირები. აუცილებელია, იმ პირების შემოწმება მოხდეს, რომლებიც, მინიმუმ, ეჭვის დონზე მაინც არიან შემჩნეულები ამ საკითხში. ერთ-ერთი ჩემი მრევლი მიყვებოდა, რომ როდესაც მიდის მეტადონის პროგრამაზე, იქ ხვდება სასულიერო პირი და ლოცვა-კურთხევასაც კი ითხოვს. თითქოს ირონიის დონეზეც კი შეიძლებ ამის დაყვანა, მაგრამ ესაა სამწუხარო ფაქტი,” – აღნიშნა მღვდელ მონაზონმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.

მსგავსი თემები