სასულიერო პირები რადიოს ქმნიან – მიზანი მხილებაა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, საინფორმაციო მედია სივრცეს ქმნის.

როგორც მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ  “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მედია სივრცე მათ საშუალებას მისცემთ, თავისუფლად ისაუბრონ და ამხილონ საპატრიარქოში და ეკლესიაში ჩადენილი დანაშაული.

მღვდელ-მონაზვნის განმარტებით, დასაწყისისთვის საზოგადოება მათ რადიოთი მოუსმენს. მისი თქმით, მედია საშუალების ლოგო უკვე მოფიქრებულია.

“ვაპირებთ სივრცის შექმნას, სადაც გვექნება თავისუფლად საუბრის საშუალება. თავიდან, ვფიქრობთ რადიოს სახე მივცეთ მას. ლოგოც კი მოფიქრებული გვაქვს, როგორი უნდა იყოს. გეგმა შემუშავებულია და უახლოეს მომავალში, ყველას ექნება საშუალება ხილვის. იმ დაგროვილ პრობლემებზე, რაზეც საუბარი გვიწევს, გადაინაცვლებს სხვა ფორმატში. ვფიქრობთ, გვექნება ადამიანებთან გულწრფელად საუბრის საშუალება. მიზანი იქნება მხილება, კონკრეტული დანაშაულებისა და ზოგადად მიმდინარე მოვლენების ეკლესიური შეფასებისა. ვფიქრობთ, რომ ჯერ რადიო იქნება, შემდეგ ვნახოთ,” – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები