„ასეთი ადამიანები, უწიგნურები, გაუნათლებლები, მოკლე ვადაში ხდებოდნენ მღვდელმთავრები“ – ზვიად გამსახურდიას სკანდალური წერილი #2 პატრიარქს (ვიდეო)

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს პატრიარქისთვის გაგზავნილი ოფიციალური მხილების წერილების არქივი დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ გაიხსნა. კერძოდ, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ საპატრიარქოს არქივიდან ამოღებული სკანდალური წერილები წარმოადგინა, სადაც ეკლესიაში არსებულ ცოდვებზეა საუბარი. წერილები  1980. 23 ნოემბერი  – გიორგობა

“ეს, მეორე წერილი, ეხება მაღალი იერარქიის სასულიერო მღვდელმთავარს, რომელსაც კბილის ტექნოლოგად მიხსენიებს ზვიად გამსახურდია და ამბობს, რომ ასეთი ადამიანები, უწიგნურები, გაუნათლებლები, მოკლე ვადაში ხდებოდნენ მღვდელმთავრები, „გაუნათლებლობა, უკვე ტრენდადაც… ისინი კონკრეტული ადამიანის კერპთაყვანისმცემლობისკენ მიგვაქანებენ, რომ სჯულის კანონზე მაღლა დგანან კონკრეტული ადამიანები“ –  წერს ზვიადი  თავის წერილში“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზვიად გამსახურდიას წერილი #2

წერილი სასულიერო სემინარიაში საქართველოს ისტრიის დამახინჯებასა და  ეროვნული ცნობიერების შეცვლას ეხება.

„11 ნოემბერს, სასულიერო სემინარიის ყოფილმა მთავარ ეპისკოპოსმა …. ყოფილმა კბილის ტექნოლოგმა, რომწლსაც წარმოდგენა არა აქვს რელიგიაზე, მაინც, რაღაც მანქანებით მთავარეპისკოპოსობამდე მოახერხე აღზევება…

მცხეთის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიიდან საშინელი ლანძღვა გინებითა და მუქარებით საქართველოს ისტორიის კვალიფიკაციის არამცოდნემ, ლექტორი ….. ამით ….. ჩაშალა საქართველოს ისტორიის სწავლება სასულიერო სემინარიაში, ვინაიდან ეს საგანი გაუქმებულია როგორც ასეთი. მან ….. ბრალად წაუყენა 2 ლექციის გაცდენა მაში, როდესაც სხვა ლექტორები მასზე მეტად აცდენდნენ ლექციებს…

ცხადია, …. ეს ყოველივე ჩაიდინა თქვენი კარნახით. ვინც საშუალო კოლეგებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საშუალებას  სპობს ჩვენს ახალგაზრდობას საქართველოს ისტორიის სწავლისას.   

ასეთი რამ, ფსევდო ეპისკოპოსისგან არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ბათუმის ეკლესიაში მისი მსახურებისას ქართული ენის ჭაჭანებაც არ იყო.

ეს მაღალი რანგის სასულიერო პირი  ქადაგებდა, რომ თურმე საქართველოში ცივილიზაცია და კულტურა XIX საუკუნიდან იწყებოდა,  ხოლო მანამდე, თურმე, ჩვენ უცივილიზაციო და უკულტურო ერი ვიყავით…. საინტერესოა, სანამდე უნდა ჰქონდეს ადგილი ასეთ ანტირელიგიურ საქციელს ჩვენს ეკლესიაში? მრევლი პასუხს მოელის  დასმულ კითხვებზე“ – წერს ზვიად გამსახურდია პატრიარქს.

ყველა წერილში, რომელიც მღვდელ-მონაზონმა “მედიაცენტრ მთავარშ” გაასაჯაროვა, კონკრეტული სახელები და გვარები დაშუფრულია.  

მსგავსი თემები