არავინ აპირებს მის შეწყალებას – მამა ანდრია გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, დეკანოზ მამალაძის მიმართ დამოკიდებულებას გაწირვის პოლიტიკად აფასებს და აცხადებს, რომ დეკანოზის შეწყალების იმედი არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტი უდანაშაულო სასულიერო პირის შეწყალებაზე არ ფიქრობს და მას სხვა პატიმრებთან ათანაბრებს:

„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისადმი თხოვნა, საპატრიარქოს მხრიდან, იყო მოსახლეობისთვის მესიჯის გაგზავნა, იყვნენ მშვიდად, რომ თითქოს, საპატრიარქო აკეთებს ყველაფერს ადამიანებისთვის. თუმცა, ჩვენ წლების განმავლობაში არაადამიანურობა ვიხილეთ მაღალი იერარქების მხრიდან, ვიხილეთ ნეგატიური განცხადებები დეკანოზ მამალაძეზე და არც ერთი მხარდამჭერი ნაბიჯი მის მიმართ, – ეს იყო ჩვეულებრივი გაწირვის პოლიტიკა.  

რაც გუშინ მოვისმინეთ, პრეზიდენტის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს ამ საკითხზე იფიქროს, იმსჯელოს და ათანაბრებს დეკანოზს სხვა პატიმრებთან. რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ ყველა პატიმარი გათანაბრდეს, კეთილად თუ შეიწყალებეს, მაგრამ აქ საუბარია დეკანოზ მამალაძეზე, რომელიც უდანაშაულოდ ზის, არანაირი ბრალი მიუძღვის და უკვე წლებია, ციხეში იტანჯება. ამიტომ, მისი შეწყალების დიდი იმედი აარ მაქვს, – განაცხადა ანდრია სარიამ.

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0/

მსგავსი თემები