შანტაჟი ინტიმური სურათებით – თინეიჯერების ახალი სატყუარა ინტერნეტ სიცრცეში

საქართველოს ინტერნეტ სივრცეში, ე.წ ლურჯი ვეშაპის თამაშში ჩასაბმელად, თინეიჯერებისთვის ახალი სატყუარა გაჩნდა. ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ე.წ ლურჯ ვეშაპს ემსხვერპლა, ახალ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში, ადამიანთა ჯგუფები ცრუ გვერდებს ქმნიან, თინეიჯერ გოგონებს უკავშირდებიან, რომელსაც თანატოლად ეცნობიან, უმეგობრდებიან და შემდეგ ინტიმური ხასიათის სურათის გადაღებას სთხოვენ.

როგორც ნანა ბერძენიშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ინტიმური სურათით, ისინიც მოზარდებს აშანტაჟებენ – თუ თამაშს არ დაიწყებემ, სურათს გამოუქვეყნებენ. მისი თქმით, არაერთი თანატოლი დაუკავშირდა მას დახმარების თხოვნით.

“ქართულ რეალობაში ვიღაც ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი), ქმნის ყალბ პროფილებს, თითქოს თინეიჯერი გოგო. სქემა შემდეგია. ყალბი პროფილის მფლობელი, 11-13 წლის გოგოებს აცნობს თავს, როგორც მათი თანატოლი. თავიდან მიმოწერაა, შემდეგ ურეკავს კიდეც. აცოდებს თავს, ამბობს, რომ დეპრესიაშია, და შემდეგ სთხოვს ინტიმური ხასიათის ფოტო გადაიღონ. სავარაუდოდ, როცა ბავშვებს ესაუბრება იყენებს ხმის შეცვლის აპლიკაციას, რომელიც კაცის ხმას ქალის ხმად გარდაქმნის…. ბევრი ბავშვი დამიკავშირდა. ამბობენ, რომ ან თავად მათ, ან მათ მეგობრებს ამ სქემას ამოფარებული ადამიანი (ან ადამიანები) უკავშირდება. ზოგადად ბავშვები არიან შეშინებულები და მთხოვეს, რომ ეს გზავნილი გამევრცელებინა… გთხოვთ, თქვენს შვილებს გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ფრთხილად იყვნენ”, – აცხადებს ნანა ბერძენიშვილი


ნანა ბერძენიშვილმა ერთ-ერთი “ფეისბუკის” პროფილიც გამოაქვეყნა, რომელიც არასწრულწლოვნებს, უკავშირდება და ე.წ ლურჯი ვეშაპის თამაშში ჩართვას ცდილობს.

“ეს არის პროფილი, რომლის მეშვეობით ვიღაც გოგო უკავშირდება თინეიჯერებს. უწყებს ზოგად საუბარს და შემდეგ გადადის “ლურჯი ვეშაპის” თამაშის შესახებ საუბარზე. გაავრცელეთ!!! გააფრთხილეთ თქვენი შვილები,” – აცხადებს ნანა ბერძენიშვილი

მსგავსი თემები