„გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმების მიღწევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.

როგორც მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფრის მოსაგვარებლად 2-3  დღეა საჭირო.

„დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხელმოწერები შეაგროვონ.  საბოლოო შეთანხმებაზე დღეს ვერ ვსაუბრობთ, რადგან 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება. პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არსებობს“ –  განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები