პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს დაკავებული ექიმის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისს გათავისუფლების მოწოდებაში დახმარების თხოვნით მიმართა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ არც რეგიონში და არც ევროპაში, ესკალაცია არავის სჭირდება:

„ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობა უნდა იყოს საზღვრებს გარეშე. უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად. მე ვერ დავასრულებ ამ სიტყვას, რომ არ გთხოვოთ ასამბლეას, შემოგვიერთდეთ ჩვენს მიმართვაში, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები