„კრიზისიდან გამოსვლის რესურსი არსებობს, ეს არის პლებისციტი“- მირიან წიკლაური

საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს. მისი აზრით ეს არის პლებისციტი, რისი საშუალებითაც, საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით განხორციელდება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამგვარად, პოლიტიკურ სპეკულაციებიც საბოლოოდ დასრულდება:

„რესურსი იმისა, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ, არსებობს. არა იმიტომ, რომ ოპოზოციის მოთხოვნაა ასეთი, ან საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს თითქოს მხარს ოპოზიციას. ეს ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მაჟორიტარული სისტემის მომხრე გაცილებით მეტი მოქალაქეა, ვიდრე მთლიანად პროპორციული სისტემის მომხრე, თუმცა რადგან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თავისთავად ცხადია, საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, საჭიროა, დიალოგი, საჭიროა კონსესუსამდე მისვლა. ეს აქსიომაა და არ სჭირდება ზედმეტი მტკიცება. მე ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ გავიგოთ ხალხის აზრი, – უნდა ჩავატაროთ პლებისციტი. ვკითხოთ ხალხს, თუ რომელ საარჩვენო სისტმას უჭერს მხარს. მოსწრებადია პლებისციტი და, შესაბამისად, მისი შედეგებიც, შესაძლოა, აისახოს კონსტიტუცაიში. ორივე შემთხვევაში აისახება კონსტიტუციაში. თუ მოსახლეობა მომხრეა პროპორციული სისტემისა, რატომაც არა, გადავიდეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე, თუ არ არის მომხრე, – მაშინ არც 2024 წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით. იმ სისტემით უნდა ჩატარდეს, რომელსაც ხალხი ეთანხმება,“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები