“მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის.

თალაკვაძის თქმით, მათ აქვთ არგუმენტები, თუმცა, შესაძლოა კონკრეტულ შემოთავაზებებზე პასუხის მოსამზადებლად გარკვეული დრო აიღონ.

“დღევანდელი მოცემულობით, შერეულ მოდელში საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ხოლო ნახევარი მაჟორიტარული წესით და სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება ჩვენ დღეს განხილვა. როგორც იცით, ისედაც იყო დაწყებული მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე და დღეს ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე, ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები