არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამ საქმეზე უკვე 22 პირია დაკავებული. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. 

დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი თემები