შსს-ს მომსახურების სააგენტო 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულოა დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.

ამასთან, მათივე ცნობით, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის.

მსგავსი თემები