ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონი თავს ცუდად გრძნობს

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონი თავს ცუდად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ჯიტა გულუა აცხადებს,

მისი თქმით, ახლა ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბერთან ექიმი იმყოფება.

„ცუდად გრძნობს თავს, მეტი არაფერი ვიცი. ექიმი დავტოვე მასთან და მე წავედი ზუგდიდში“, – განაცხადა ჯიტა გულუამ.

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. გუშინ დააკავეს. ბერ-მონაზონს ბრალი ოფიციალურად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

მსგავსი თემები