“ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით იმსჯელეს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივაზეც ისაუბრეს.

11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

მსგავსი თემები