“ნაკერზე გავხევთ “ქართულ ოცნებას” – გრიგოლ ვაშაძე

  •  

“მოვიდა დრო, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი დემოკრატია” – ამ სიტყვებით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისში, აქციაზე მისულ ხალხს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მალე “ქართული ოცნების” ხელისუფლება წარსულს ჩაბარდება.

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქართველს ლაპარაკი არ სჭირდება. ორ წელზე მეტია, ცხოვრების ნახევარს ვატარებ ქუთაისში გული მიკვდება, ქალაქი დაცლილია. ჩვენ, ჩავსვავთ მაგათ ქუთაისის აეროპორტიდან თვითმფრინავში და გავუშვებთ აქედან. გავუშვებთ მათ ხელისუფლებას იქ, სადაც თავს კარგად იგრძნობენ. საქართველოში მათი ადგილი არაა. ჩვენ, იმ მარათონის მორბენალებს ვგავართ, რომელმაც გაუძლო დაკითხვებს, სამსახურიდან გაყრას, სოციალური დახმარების მოხსნას, გინებას, შეურაცხყოფას. ნაკერზე გავხევთ “ქართულ ოცნებას”, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე მისულ ხალხს.

მსგავსი თემები