“ძირს ივანიშვილის მთავრობა, ძირს და ძირს” – შალვა ნათელაშვილი

  •  

“დღეს ისეთი ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი და მთელი საქართველო, როგორც ეს იყო დიდი აღმაშენებლის დროს. ქუთაისი და საქართველოს არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს ტყუილებს”, – ასე მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემაა გარანტიაა ქვეყანაში მშვიდობის.

“იწყება ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმის შეცვლა. როგორც დავით აღმაშენებელმა გაამზადა დიდგორის მებრძოლები ქუთაისიდან, ისე სახალხო მშვიდობიანი ლაშქარი ელოდება თბილის თქვენი სახით. პროპორციული არჩევნები აჩემებული კი არ გვაქვს. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის გარანტია, რომ მშვიდობიანად გაეყაროს ქართველი ერი თავის მჩაგვრელს. ძირს ივანიშვილის მთავრობა, ძირს, ძირს !”, – მიმართა აქციის მონაწილეებს შალვა ნათელაშვილმა, რაზეც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ უპასუხა: ” ამ სიტყვების შემდეგ, დაგიბარებენ სუს-ში ალბათ”.

მსგავსი თემები