“ეს უნდა იყოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული მოდელი” – უკრაინის ელჩი საარჩევნო სისტემაზე

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს.

​დოლგოვმა აღნიშნა, რომ დიალოგი ერთადერთი გზაა დემოკრატიის გასაძლიერებლად.

“ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი. რაც ჩვენ, დიპლომატებს და ელჩებს გვსურს ისაა, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იყოს, ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გაძლიერებისა და საქართველოს განვითარებისთვის. ყველა თქვენი პარტნიორი და მეგობარი მოვლენების ამგვარი განვითარებითაა დაინტერესებული,” – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

მსგავსი თემები