8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გაპროტესტებისას, საახალწლო მაშხალის გასროლისთვის, „ქართული მარშის“ წევრი გიორგი ონიანი დააკავეს. ბრალდება, რომელსაც დაკავებულს ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც „ქართული მარშის“ დამფუძნებელმა სანდო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სასამართლომ დაკავებულს გირაო – 3 000 ლარი შეუფარდა და ამ წუთებში ონიანის გასათავისუფლებლად თანხას აგროვებენ.
„ისევ დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ონიანი, იმ ბრალდებით რომ თურმე 8 ნოემბერს ქართული “ლგბტ” ფილმის ჩვენების ჩაშლის დროს, საახალწლო მაშხალა, 50 თეთრიანი “ხლაპუშკა” ესროლა პოლიციას, რამაც პოლიციელის დაზიანება გამოიწვია და ამის გამო 4 დან 7 წლამდე პატიმრობას იმსახურებს. ორი დღეა ვცდილობთ დავიხსნათ… როგორც იქნა მივაღწიეთ იმდენს რომ სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად 3000 ლარიანი გირაოს მოითხოვა. კარგად იცით არავის არაფერზე არ გაწუხებდით და არ შეგაწუხებთ, ჩემი მილიონერი ნათესავების ჩათვლით. არც ახლა დაგირეკავთ არცერთს და არაფერს არ გთხოვთ თქვენს კაცობაზე იყოს. მოგმართავთ უბრალო ქართველებს ღირსეულ ადამიანებს… გიორგის ფეხმძიმე ცოლი ელოდება სახლში, ვისაც შეგიძლიათ ადამიანურად გვერდით დგომა, დაგვიდექით გვერდით, რაც შეიძლება მალე გამოვიყვანოთ ციხიდან დანარჩენს მიეხედება თანდათან“ – აცხადებს „ქართული მარშის“ წევრი ერმილე ნემსაძე.
ანალოგიური ბრალდებით ასევე დაკავებულია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრი.