“როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ ” – მამუკა მდინარაძე

„მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე მოხდება.

„როგორც დეპუტატი, აბსოლუტურ წინააღმდეგობას ვაფიქსირებ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ მსგავს ინიციატივებს წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგი განვითარება როგორ იქნება, ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები