“აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში” – ელიზაბედ რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბედ რუდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი. 

ელიზაბედ რუდი 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რითაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადასულიყო, სამწუხარო ფაქტს უწოდებს. 

“აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა,  ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად  და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველა ნიშანს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 14 ნოემებრს ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა პარლამენტში, რამაც, რა თქმა უნდა, გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და ნდობის დაზიანება. შექმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია. სწორედ ამიტომ, აშშ ევროკავშირთან ერთად, გაერთიანდა იმისათვის, რომ დაეხმაროს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რათა დაიწყოს პროცესი ნდობის აღდგენისკენ. “-განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

მსგავსი თემები