ბერ-მონაზონი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირს სამართალდამცველებმა დაახლოებით 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს. მამა სამა სვიმონ ქავთარაძე პოლიციამ გუშინ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სასულიერო პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 14, 5 გრამი მეთადონი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა – შენახვას გულისხმობს.

ამ წუთებში, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი მომდინარეობს, სადაც ბერ-მონაზონისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაკავებული  სასულიერო პირი დანაშაულს აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ბერთან ერთად დაკავებულია მისი ახლობელი და ორივე შემთხვევაში აღიარებითი ჩვენებ არსებობს.

ჯიტა გულუა, დაკავებულის ადვოკატი: „მეორე პირი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. ჩანთა, საიდანც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, სწორედ  მეორე პირს ეკუთვნოდა.  მამაო თავად გამოცხადდა პოლიციაში ბრალის აღიარების ჩვენებით და ამბობს რომ ნარკოტიკები მე მეკუთვნის და არა მეორე პირსო“.

არსებული ინფორმაციით, საქმეში, შესაძლოა დაკავებული ბერ-მონაზონის მამაც ფიგურირებდეს.

მსგავსი თემები