„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ“ – გადატრიალების მოწოდებისთვის შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

„უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს, ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“ ეს არის ნიკა გვარამიას სიტყვები, რომელზეც, შესაძლოა, სახელმწიფოს დამხობის მოწოდებისთვის გამოძიება დაიწყოს.

 საპარლამენტო ოპოზიცია ნიკა გვარამიას განცხადებაში საგანგაშოს და ნეგატიურს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ „დამხობა“ ჩვეულებრივი ტერმინია.

„ჩემთვის, „დამხობა“, როგორც ამას სხვები ხმარობენ, არის არჩევნების გზით ხელისუფლების გადაგდება, ხელისუფლების შეცვლა, გასტუმრება ოპოზიციაში. არ გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ, გადავუხვიოთ. ეს გზა ნიშნავს, რომ მათ შორის გამოყენებული იქნება მშვიდობიანი პროტესტის ფორმები“, –  ასეთია დეპუტატ სერგი კაპანაძის შეფასება ნიკა გვარამიას განცხადებაზე.

მსგავსი თემები