“ოპოზიციის დაჟინებული და არარეალური მოთხოვნა შეიძლება სხვა მიზნებსაც ემსახურებოდეს” – მაია ცქიტიშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე

ვიცე-პრემიერისა და ინფრასტურქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი არაკონსტიტუციურია.

ცქიტიშვილის შეფასებით, ოპოზიციას აღნიშნულ საკითხზე მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

“როდესაც ჩვენ ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე. წ გერმანულ მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს ოპოზიციაში საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები, პოლიტიკოსები და იურისტები არიან იმისთვის, კარგად ესმოდეთ, რომ აღნიშნული მოდელი ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამდენად, ოპოზიციის ეს დაჟინებული და არარეალური მოთხოვნა შეიძლება სხვა მიზნებსაც ემსახურებოდეს,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს, ოპოზიცია პარლამენტში ე.წ. გერმანულ მოდელს შეიტანს. ინიციატივა კანონპროექტად უნდა დარეგისტრირდეს, იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მისი გაგზავნა ეუთო/ოდირის ოფრისში შეძლოს.

გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდებიან. მმართველი გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციას არღღვევს, პოლიტიკური პარტიების ლიდერები კი ირწმუნებიან, რომ მათი ინიციატივა ახლა შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, რადგან ცვლილებას კონსტიტუციის შეცვლა არ სჭირდება. ეუთო/ოდირის ოფისმა საკუთარი მოსაზრებები უნდა დააფიქსიროს, რას ფიქრობს ის ამ თემაზე.

მსგავსი თემები