4 დანა, 1 პისტოლეტი და 5 ჭრილობა – ლევან ძნელაძე „რეზბალნიცაზე“ გადაიყვანეს, იარაღის ნაწილში ის დუმილს ინარჩუნებს

რამდენიმე დღის უკან, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ძნელაძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც ეკუთვნოდეს.

როგორც ადვოკატმა გელა ნიკელეიშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, მას კომუნიკაცია შეუძლია, გადაადგილება კი – არა.

„ლევან ძნელაძეს 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ციხის მე-18 რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საწოლში ატარებს მთელ დღეს, საჭიროების შემთხვევაშ კი გადაადგილდება ინვალიდის ეტლით“ – გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, გამოძიების პროცესში დადგინდეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, იარაღი, შემთხვევის ადგილზე იპოვა, ან კონფლიქტში მონაწილე სხვა პირებს წაართვა ვინმეს: „ლევან ძნელაძის ძირითადი ბრალდება იარაღის შენახვა-ტარებაა, რომელიც მძიმე დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იარაღის ნაწილში, ლევან ძნელაძე ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და 4 დანა ამოღებულია. გამოძიებისას შეიძლება გამოიკვეთოს, რომ ლევან ძნელაძე საერთოდ არ ატარებდა იარაღს და იქ წაართვა ვინმეს, ან იპოვა. რა ჩვენებას მისცემს ის სასამართლოს და რა დადგინდება საქმის მასალებით ამის შესახებ მოგვიანებით გავიგებთ,” – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.”

შეგახსენებთ, რომ ყოფშიძის ქუჩაზე სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სულ დაკავებულია 3 პირი, თუმცა, როგორც კადრებიდან ჩანს, კონფლიქტში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. მათ შესახებ, ამ ეტაპისთვის არაფერია ცნობილი. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, დაპირისპირების მიზეზი მშენებარე კორპუსის წილები გახდა.       

მსგავსი თემები