“მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.

„პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი.

ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ,რა ლოგიკით არ იწყალებენ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები