ზვიად კუპრავა და კიდევ 3 პირი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა.

დაპირისპირება გამთენიისას მოხდა, როცა აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს. სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორები ასევე გააფრთხილეს და სთხოვეს, რომ კარვები საავტომობილო გზიდან გადაეტანათ, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ.

 

მსგავსი თემები