სასტუმრო „ბილტმორში“, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
როგორც ცნობილია, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.
შეხვედრას, რომელიც 10:00 საათისთვისაა დაგეგმილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.