“მამხნევებს ფაქტი, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილია შეხვედრა” – ჯეიმს აპატურაი

“ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

აპატურაის განცხადებით, არსებული ჩიხიდან გამოსვლის მიზნით არსებობს დიალოგი.

„მამხნევებს ფაქტი, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის არის დაგეგმილი შეხვედრა. საქართველოს აქვს ძლიერი, დინამიური დემოკრატია და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დემონსტრირებული კონსენსუსის გზის პოვნის საშუალებით“, – წერს აპატურაი.

მსგავსი თემები