მონანიება და მსახურებიდან გასვლა 50 ლარად – „გირჩის“ შეთავაზება „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს

“გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრები „გირჩის“ ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მივიდნენ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური. მონანიების საფასური: 50 ლარი.

„გირჩმა“ „ბიბლიური თავისუფლება“ ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის, რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.

მსგავსი თემები