„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან

მოძრაობა „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, მიიღეს გადაწყვეტილება, მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში დაიწყოს კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილი ჩიხური ვითარების დასაძლევად.

„ჩვენ გამოვხატავთ მოსახლეობის დიდ ნაწილის ინტერესს, რომელიც უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი არსებული აწყმოს მიმართ და წარსულის დაბრუნებაც აშინებს. ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, რომელიც ძლიერ სახელმწიფო უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მსგავსი თემები