„მედიაზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია“ – დიმიტრი ხუნდაძე „მედიაცენტრ მთავარს სოლიდარობას უცხადებს

„მედია პოლიტიკური კომუნიკაციის ნაწილია. მედია, დღეს არა მხოლოდ დღის წესრიგს, არამედ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი ღია მედიის არსებობა. სწორედ ისაა ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესების ინდიკატორი“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და „მედიაცენტრ მთავარს“ სოლიდარობას უცხადებს.

„მედია პოლიტიკური კომუნიკაციის ნაწილია. მედია, დღეს არა მხოლოდ დღის წესრიგს, არამედ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი ღია მედიის არსებობა. სწორედ ისაა ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესების ინდიკატორი. შესაბამისად „მედიაცენტრ მთავარზე“ თავდასხმა და მისი საქმიანობის შეზღუდვა ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვემიჯნები ყოველგვარი სახის აგრესიას და მით უფრო, მხოლოდ განსხვავებული აზრის ტირაჟირებას, რომელიც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. თავისუფალი აზრის გამოხატვა გარანტირებულია კონსტიტუციით და შესაბამისად, მისი ხელყოფა სახელმწიფოს ნგრევის ტოლფასია. პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს და ნუ შევზღუდავთ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას“ – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაცია „მედიაცენტრ მთავარში“ ორჯერ შემოიჭრნენ საპროტესტო აქციის ახალგაზრდული ფრთის – „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც პრესკონფერენცია ჩაშალეს და მთელს შენობაში შექმნეს გარკვეული სახის დისკომფორტი, რადგან შემოჭრა მოხდა კერძო საკუთრებაში, რის გამოც „მედიაცენტრი მთავარი“ დარჩა ოფისის გარეშე და შექმნილი ქაოსისა და არეულობის გამო, იძულებულები გავხდით ფართი, რომელიც იყო  კერძო საკუთრება დაგვეტოვებინა.

მსგავსი თემები