“სრული სისულელეა „გერმანული მოდელის“ შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან” – მამუკა მდინარაძე

“ოპოზიცია აყენებს ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს მისი დაკმაყოფილების პერსპექტივას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გერმანულ მოდელზე“ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „გერმანული მოდელის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოუდგენელია.

„ პირდაპირ გეტყვით, სრული სისულელეა „გერმანული მოდელის“ შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. ზოგიერთი იურისტი ტერმინებში ვერ ერკვევა. ისინი პროპორციულის და შერეულის განსხვავებას ვერ გაარკვევენ. ჩვენთან არის 77 და გერმანიაში არის ყველა პროპორციული სისტემით, მათ შორის პერსონიფიცირებული. ამიტომ ეს საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუ მოდიფიცირებაზე საუბრობენ აქაც შეუძლებელია ამაზე საუბარი. იმიტომ, რომ ობიექტურად მოფიქრალი იურისტი ამას ვერ იტყვის. ამიტომ თავადვე აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს ნებისმიერ მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილების პერსპექტივას. სიმართლე ერთია და სიმართლის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები