“ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომ მიდიან რადიკალიზმზე” – ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გამოხატვის თავისულებას არავინ უზღუდავს, თუმცა კანონის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია დაიცავს წესრიგს.

დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.

“ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების საშუალება და აბსოლიტურად ნორმალური პროცესი მიდის, როცა ოპოზიცია აპროტესტებს რაღაცას, თუმცა, ვალდებულება აქვს პოლიციას დაიცვას წესრიგი. ამიტომ, აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომ მიდიან რადიკალიზმზე. რაც შეეხება მათ პროტესტს, მოვუწოდებ კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არაფერი პრობლემა ექნებათ გამოახტვის თავისუფლებასთან. პარლამენტი აგრძელებს მუშობას და არანაირი სესია არ ჩაშლილა. დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება, ვისაც სურს პროტესტი გამოხატოს, გამოხატავს და ვინც არღვევს კანონს პასუხს აგებს” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

მსგავსი თემები