“ჩვენ, როგორც მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ” – გრიგორი კარასინი

“რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში, ასევე რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობებს, რაც ასევე გავლენას ახდენს მოსკოვისა და თბილისის ორმხრივ ურთიერთობებზე”, – ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას გააკეთა.

დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი დაინტერესებულია, ნატოსა და თბილისის ურთიერთობით.

„ჩვენ ახლა ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც არა პირდაპირ, თუმცა საერთო ჯამში გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. კონკრეტულად, ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობას. სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ნატო-სთან შეთანხმება განაახლა. ჩვენ, როგორც საქართვლოს მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, რომ ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მსგავსი თემები