“ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა” – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ლარი გამყარდება, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო.

ივანე მაჭავარიანის თქმით, როდის გამყარდება ეროვნული ვალუტა, კონკრეტული ვადების დასახელება რთულია.

„ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. კურსი კარგა ხანია ტრიალებს 3-ის მიდამოში – 2.95-დან 3-მდე. ყველა წინაპირობა და მოცემულობა არის, რომ უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა. ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის რასაკვირველია, მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი თემები