“ივანიშვილისთვის მთავრია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება” – თეა წულუკიანი

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ გვაჩვენა, რომ ესაა ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი, იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ კონკრეტული აქცენტები დასვა იქ, სადაც აქცენტების ადგილი იყო.

„ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ ის, რომ კედელზე რტყმას არ აქვს აზრი, პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ. ვერანაირი ხელშეშლა, ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის მუშაობაში, ეფექტური ვერ იქნება. რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები