“ივანიშვილის ანალიზი, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან სიღრმისეული და საჭირო” – მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ შეაფასა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერმა საზოგადოებას მოვლენების მსგავსი ანალიზი შესთავაზა. 

“ის ანალიზი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ისევე, როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ანალიზი პარტიის ლიდერის მხრიდანაც მოისმინეს,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები