ცაგერში, ორმა პოლიციელმა ერთმანეთი მოკლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცავი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა.

მესამე დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.  მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული.

რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის თემურ აფხაძის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

“შემოიყვანეს 60 წლამდე მამაკაცი, მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში ჭრილობით, მას უტარდება კვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”-განაცხადა თემურ აფხაძემ.

ექიმი ვერ ადასტურებს, ჭრილობა რით არის მიყენებული, მისი თქმით, მამაკაცი ცაგერის საავადმყოფოდან დამუშავებული ჭრილობით შევიდა და მისთვის უცნობია, რა სახის ჭრილობაა.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები