ოპოზიცია პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებს.

მისივე განცხადებით, პარლამენტის პიკეტირებები გაგრძელდება იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც ექნებათ პარლამენტში.

“მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესი გრძელდება, ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენ პარლამენტის პიკეტირებებს გავაგრძელებთ იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც ექნებათ პარლამენტში. დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება – პარასკევს ან შაბათს. მანამდე ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩიხიდან გამოსავლის სახით. ხუთშაბათს არის პარლამენტის სხდომა და ამ სხდომასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს, თუ როგორ მოვახდენთ პიკეტირებებს, აუცილებლად გაგაცნობთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები