“პარლამენტი გააგრძელებს საქმიანობას, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ პროცესში ისე უნდა იმოქმედონ, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეხებათ პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას, რეგიონებსა თუ დედაქალაში, სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი თემები