“მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მარტი-აპრილში სააკაშვილი მოადგება საზღვარს” – ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენელი ლევან კობერიძე მმართველ გუნდს ორ პოლუსიანობაში ადანაშულებს.

​დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებულად მართავენ ქვეყანას. მისი თქმით, ორივე ძალას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. 

“ის ყველაფერი, რაც ხდება, იმ ორ პოლუსიანობაზე, რასაც დღეს ვხედავთ, არის “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე მომგებიანი. თქვენ და “ნაც. მოძრაობა” ერთად მართავთ ქვეყანას. თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის უფლება არ გააჩნიათ, დღეს გამოვიდნენ და საზოგადობა მოძღვრონ. პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არის თქვენი და “ნაც. მოძრაობის”. ერთობლივად მართავთ ქვეყნას. თქვენ გაწყობთ ორ პოლუსიანობა. შეთანხმება გაქვთ ერთმანეთთან, ორივე კარგად გრძნობთ ერთმანეთს. ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია გაქვთ დაკარგული. “ნაციონალური მოძრაობა” ხალხმა მოიშორა და თქვენც ამ გზას ადგახართ. მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მოადგება საზღვარს მარტი-აპრილის თვეში, მერე რიგგარეშე არჩევნები გინდათ ჩაატაროთ თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობა” და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და “ნაც. მოძრაობას” შორის გაკეთონ არჩევანი. ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ. ესაა უბედურება და თვენი უპასუხისმგებლობა, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ”, – განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.  

მსგავსი თემები