“ეს უხერულობა ნამცეცია” – გიორგი ვოლსკი

“როგორც კი “ქართულმა ოცნებამ” 24 ივნისს გამოაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები არის საკითხი, რაზეც შეიძლება აიგოს გარკვული კონსენსუსი, მიუხედავად დაპირისპირებისა, იმ დღიდან მოყოლებული არცერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებების და დესტრუქციული განცხადებების გარეშე,” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკი, პარლამენტის სხდომაზე გააკეთა

გიორგი ვოლსკის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თუმცა, უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში ქვეყანა მეტად დაზარალდება. დეპუტატის თქმით, პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს. 

“დესტრუქციულმა ქმედებებმა, კულმინაციამ მიაღწია იმ დროს, როდესაც  ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. აი მაშინ არათუ ეჭვი გამიჩნდა, მნიშვნელოვან წილად დავეთანხმე კოლეგებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ხალხთან კოალიციური მთავრობის აღება და ქვეყნის სტაბილურობაზე ფიქრი, იქნებოდა მნიშვნელოვნად დამაზარალებელი. ვფიქრობ, პროპორციული სისტემა გამოსავალია ქვეყნისათვის, მაგრამ მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, რომ  ქვეყანა არ წასულიყო დაშლისაკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც უნდა ვერიდოთ. ის, რომ საკანონმდებლო ორგანო პოლიციითა გარშემორტყმული უხერხულობას მიქმნის, მაგრამ ეს უხერხულობა ძალიან მცირეა, ნამცეცია იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს შეექმნას, თუ კი მუშაობას არ გავაგრძელებთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ 

მსგავსი თემები