“ჩუგოშვილს პოლიტიკურად კომპეტენტურად არ მივიჩნევ, პირველივე სირთულეზე თქვა მივდივარო“ – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, ყოფილ თანაგუნდელსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკურად არაკომპეტენტურს უწოდებს.     

„თუ პოლიტიკაზეა საუბარი, პოლიტიკურად მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ. იმიტომ, რომ პირველივე სირთულის მერე თქვა, მივდივარო. სად მიდიხარ, რამ გაგანაწყენა? მან ინგლისური იცის კარგად. დიახ, ნამდვილად კომპეტენტურია. რაც შეეხება იმას, ჩემი თანაგუნდელი არის თუ არა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, სად არის დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა თამარ ჩუგოშვილზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდების შემდეგ, თამარ ჩუგოშვილმა, კოლეგებთან ერთად, მმართველი გუნდი და პოლიტიკური თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები